რობერტ პატინსონისა და ტალია ბარნეტის ქორწილი კვლავ გადაიდო. წყვილმა არა დაშორება, არამედ ქორწილის დროებით გადადება მოისურვა. მიზეზად კი მათი ზედმეტად გადატვირთული გრაფიკი სახელდება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პატინსონი ფილმში „დაკარგული წელი Z“ მონაწილეობს, სადაც ის მთავარ როლს ასრულებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შედგება წყვილის ქორწილი, თუმცა, ცნობილია, რომ ეს არც ისე მალე მოხდება.
