ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე მომავალ წელს გაიყიდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა. დანელია ამბობს, რომ თხილი, ღვინო, თაფლი, ჩაი და კენკროვანი კულტურები, ეს ის აგრარული პროდუქციაა, რასაც ევროკავშირის ბაზარზე გასვლის რეალური შანსი აქვს. მისვე ინფორმაციით, თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე უკვე მომავალ წელს იგეგმება, რადგან უკვე არსებობს ლაბორატორია, სადაც კოოპერატივებისთვის უსასყიდლოდ მოხდება თაფლის დიაგნოსტირება, გათვალისწინებული ევროკავშირისა და საზოგადოდ, საერთაშორისო სტანდარტებით.
შეგახსენებთ, ლურჯი მოცვი დიდ ბრიტანეთში უკვე იყიდება, ხოლო კივის დიდი პარტია გერმანიაში გადაიგზავნა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიდის ბაზრების აპრობირების პროცესი.
