LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ შემოიტანს იაფიან წამლებს ქართულ ბაზარზე?!

ქართული ფარმაცევტული კომპანიები უკრაინული კონკურენტის შემოსვლას დადებითად აფასებენ, თუმცა ახცადებენ, რომ მთავარია კომპანია დეპინგური ფასებით არ გამოჩნდეს.

,,კონკურენციის ზრდა ბრენდის გამყარების და აქტიურობის სტიმულს აძლევს კომპანიებს, მაგრამ სახიფათოა საფასო პოლიტიკა. თუ უცხოურ ბრენდებს აქვს წვდომა იაფიან მედიკამენტებზე და თუ ისინი ქართულ ბაზარზე არაადეკვატურ, დეპინგურ ფასებს დააწესებენ, ეს ბაზარზე ერთგვარ დისბალანსს გამოიწვევს. ყველას გვინდა გვქონდეს დაბალი ფასები და კმაყოფილი იყოს მომხარებელი, მაგრამ სავალუტო კრიზისის პირობებში ჯერჯერობით ეს რთული მისაღწევია’’- განუცხადეს ,,ფორტუნას ’’ ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებში.

შეგახსენებთ, ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლას რამდენიმე ახალი კომპნია გეგემავს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს 100-ზე მეტი პრეპარატის რეგისტრაციის მოთხოვნით სააქციო საზოგადოება “ჰუმანიტი ჯორჯიამ” მიმართა. კომპანიას, რომელიც საქართველოში წელს, აპრილში დარეგისტრირდა, უკრაინის მოქალაქე ანდრეი კუზმა ხელმძღვანელობს, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ვენაში რეგისტრირებული ჰუმანიტი ჰოლდინგია, რომელსაც ვინმე ნორბერტ კუდერი ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ყიდვა-გაყიდვა და ინვესტიციების მართვაა.

ინფორმაციისათვის, “შემოდგომიდან პირველადი მოხმარების, ე.წ. ჯენერიკ-მედიკამენტების ფასები შემცირდება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტროში ამაზე უკვე მუშაობენ, თუმცა რა ფორმით და რამდენით შემცირდება ფასი, ამ დროისთვის სოფრომაძე ვერ აკონკრეტებს.