ჟურნალმა People ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული ცნობილი ადამიანი გამოავლინა. რეიტინგის პირველ ადგილზე მსახიობი რიზ უიზერსპუნი განთავსდა.
გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ გასართობ ინდუსტრიაში წლების მანძილზე ყოფნის პერიოდში ის მიხვდა, როგორი ტანსაცმელი უსვამს ხაზს მის ღირსებებს.
აღსანიშნავია, რომ რიზის გარდა რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ჯულიანა მური, კეიტ ჰადსონი, ელიზაბეტ ბენკსი, სიენა მილერი და ემილი ბლანტი.
კატეგორიაში „ყველაზე გემოვნებიანად ჩაცმული წყვილები“ პირველ ადგილზე ჩენინგ ტატუმი და ჯენა დუან ტატუმი განთავსდნენ.
