დიდხნიანი ლოდინის შემდეგ კაილი მინოუგიმ მინი-ალბომი „Kylie + Garibay“ გამოუშვა. დისკი სამი სიმღერისგან შედგება და თითოეული მათგანი ამერიკელ პროდიუსერთან, ფერნანდო გარიბეისთან ერთად არის ჩაწერილი.
ალბომთან ერთად გამოვიდა ასევე მინოუგის კლიპი „Black and White“, რომელიც ავსტრალიელმა ვარსკვლავმა შეგისთან ერთად ჩაწერა.
შეგახსენებთ, რომ გარიბეის ბევრ ვარსკვლავთან თანამშრომლობდა, მათ შორის ლედი გაგასთან, ბრიტნი სპისთან და ჯგუფ U2-თან.
