LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო, კელი რორბაჰი და სხვა ვარსკვლავები ჩოგბურთის ღია ჩემპიონატის დახურვას დაესწრენენ

გუშინ აშშ-ში ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი – US Open დასრულდა. ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის საგულშემატკივროდ უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ: დევიდ ბექჰემი, ბრედლი კუპერი,  ჰიუ ჯეკმანი, ჯერარდ ბატლერი, ჰილარი სუონკი, ედრიან ბროუდი, რობერტ დე ნირო და სხვები.

ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღება ლეონარდო დიკაპრიომ და მისმა მეგობარმა გოგონამ,  მოდელმა კელი რორბაჰმა. წყვილი პირველად გამოჩნდა ერთად საზოგადოების წინაშე, მანამდე ისინი რამდენჯერმე პაპარაცებმა დააფიქსირეს. ურთიერთობის დეტალები უცნობია, რადგან ამ მომენტისთვის ორივე მხარე დუმილს ამჯობინებს.