ერთი კვირის წინ მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი 24 წლის მეგობარ გოგონასთან, როზალინდა როსისთან ერთად პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.
მსახიობი და აკრობატი ერთად ბედნიერები ჩანდნენ. დასავლური ტაბლოიდები აქტიურადწერენ, რომ როსი გიბსონისგან ორსულად არის. 24 წლის გოგონა აღარ სვამს ალკოჰოლს და ორსულობის შესახებ კითხვებს თავს არიდებს.
თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლე დადასტურდება, ეს მელ გიბსონისთვის რიგით მეცხრე შვილი იქნება.
