LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდია Walt Disney Pictures „მერი პოპინსის“ გაგრძელებას გადაიღებს

სტუდია Walt Disney Pictures ცნობილი მიუზიკლის „მერი პოპინსის“ სიკველს გადაიღებს. როგორც გამოცემა Variety იუწყება, ფილმის რეჟისორად რობ მარშალი დაინიშნა, მთავარი როლის შემსრულებლების ვინაობა კი ჯერ არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ 1964 წლის  ვერსიაში მთავარი როლები ჯული ენდრიუსმა, გლინის ჯონსმა, ედ ვინმა და სხვა მსახიობებმა შეასრულეს.

ფილმზე მუშაობის გრაფიკი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სტუდიამ Walt Disney Pictures ფილმი სახელწოდებით „მისტერ ბენკსის გადარჩენა“ გადაიღო, სადაც იმაზე იყო საუბარი, როგორ არწმუნებდა თავად უოლტ დისნეი მწერალს, მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ეკრანზე გადაეტანა. მთავარი როლები მასში ემა ტომპსონმა, ტომ ჰენკსმა და კოლინ ფარელმა შეასრულეს.