LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემს ანორექსიის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ვიქტორია ბექჰემი საშემოდგომო კოლექციის ჩვენების შემდეგ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ჩვენების პირველი ფოტო გავრცელდა, დევიდ ბექჰემის ცოლი ანორექსიისა და ავადმყოფური სიგამხდრის პროპაგანდაში დაადანაშაულეს. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია პოდიუმზე 17 წლის მოდელის – პეიტონ ნაიტის გამოჩენამ, რომლის სხეულის მასის ინდექსი ნორმის ქვედა ზღვარზეა.
ამასთან, დიზაინერი ჩვენებამდე ამბობდა, რომ სამოსს ყველა ზომისა და ფიგურის ტიპის მქონე ქალისთვის ქმნის.