LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაირა ბენქსისთვის ხელოვნური განაყოფიერება წარუმატებელი აღმოჩნდა

ტაირა ბენქსი ყოფილი სუპერმოდელი, ტელევარსკვლავი თოქ-შოუს წამყვანი, სახიობი, მომღერალი და წარმატებული ბიზნესვუმენია, თუმცა არის ერთი როლი, რომელზეც იგი დღემდე ოცნებობს – ბენქსს დედობა სურს. 41 წლის ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მას უჭირს დაორსულება და ამისთვის ხელოვნური განაყოფიერებაც სცადა.„როცა გავხდი 40 წლის, ერთადერთი რამე, რაც არ მაბედნიერებდა იყო ის, რომ არ მყავდა შვილი,“ – ამბობს ბენქსი.

ტელევარსკვლავი People-თან ამბობს, რომ მას ყოველთვის უნდოდა გამხდარიყო დედა, თუმცა დაორსულებას მუდმივად სამომავლოდ დებდა.

„24 წლის ასაკიდან ვამბობ, რომ შვილს 3 წლის შემდეგ გავაჩენ. ჩემი საქმიანობა ძალიან დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ დროულად ვერ მოვახერხე შვილის გაჩენაზე მეფიქრა,“- განაცხადა ბენქსმა და აღნიშნა რომ დაორსულება წლების მატებასთან ერთად რთულდება.

ვარსკვლავი, რომელიც ფოტოგრაფ მეგობარ მამაკაცს ერიკ ასლას უკვე 2 წელია ხვდება, ამბობს, რომ სცადა ინვიტრო განაყოფიერებაც, თუმცა ეს გზაც უშედეგო აღმოჩნდა. ბენქსის თქმით, მის ცხოვრებაში ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო.

მიუხედავად სირთულეებისა, ტელევარსკვლავი დარწმუნებულია, რომ დედა გახდება.