თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე წუხელ მოტოციკლი ამოტრიალდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა დაშავდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , მოტოციკლი სავალ ნაწილზე სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახების გარეშე ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი დაშავდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის დაშავება გამოიწვია.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიდან აცნობეს, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე მდგომარეობში ელიზაბედ ბლექველის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
