LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავები, რომლებმაც დროთა განმავლობაში „ყველაზე მიმზიდველის“ წოდება დაკარგეს

საიტმა Fox News იმ ადამიანების რეიტინგი გამოავლინა, რომლებმაც დროთა განმავლობაში „ყველაზე მიმზიდველის“ წოდება დაკარგეს.

ძლიერი სქესის წარმომადგენლებში მოხვდნენ: მელ გიბსონი, ემინემი, მიკი რურკი, ნიკ ნოლტი, ჯონ ტრავოლტა და მეთიუ პერი.

ქალებს შორის კი აღმოჩნდნენ მადონა, ბრიჯიტ ბარდო, ლარა ფლინ ბოილი და ჯენის დიკინსონი.

ანტი-რეიტინგის მთავარი სახე კი ჯონი დეპი გახდა. მსახიობი, რომლის გარეგნობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო, „ვენეციის კინოფესტივალზე“ წონაში მომატებული და მკვეთრად შეცვლილი გამოცხადდა, რის გამოც მიიჩნევენ, რომ სულ მალე დეპი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების რეიტინგში საერთოდ ვეღარ მოხვდება.