დიდ ბრიტანეთში საინტერესო სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინეს. პროექტს Lutz Pathfinder დაარქვეს. ეს მინიატურულ ელექტროავტომობილია, რომელიც ქვეითებისთვის განკუთვნილ გზებზე გადასაადგილებლად შეიქმნა.
მანქანაში სულ მალე იგეგმება ავტონომიური მართვის სისტემის დაყენებაც, რომელიც GPS-ით ლაზერული სენსორებით და პანორამული კამერებით იხელმძღვანელებს. ავტოპილოტის დატესტვა უახლოეს დღეებში შედგება.
