LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის გმირის პროტოტიპმა ფილმიდან „შავი მესა“ მსახიობთან შეხვედრაზე უარი თქვა

ჯონი დეპი, ისევე, როგორც ყველა პირველი კლასის მსახიობი, ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება გადაღებებისთვის მზადებას. გამონაკლისი არც მისი უკანასკნელი ფილმი „შავი მესა“ აღმოჩნდა, სადაც მან განგსტერი უაიტ ბალჯერი განასახიერა.

იმისათვის, რომ პერსონაჟი რეალურთან მიახლოებული ყოფილიყო, დეპმა მასთან შეხვედრაც კი მოისურვა (ბალჯერი ამჟამად 86 წლისაა და ის სამუდამო პატიმრობაში იმყოფება).

აღმოჩნდა, რომ უაიტმა არამარტო უარი თქვა ჰოლივუდის ვარსკვლავთან შეხვედრაზე, არამედ ფილმის გადაღების იდეაც დაიწუნა. ბუნებრივია, დეპი ასეთ პასუხს არ ელოდა.

ფილმი დიდ ეკრანებზე 29 ოქტომბერს გამოვა.