ანსამბლმა „დიდგორმა“ სპეციალურად მორაგბეებისთვის „ხასანბეგურა“ ჩაწერა, ოღონდ ტექსტში ცვლილება შეიტანა. ანსამბლის წევრები გუშინ რეპეტიციაზე შეიკრიბნენ და სურვილი გაუჩნდათ, მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სიმღერით გაემხნევებინათ.
ჩვენ ანსამბლის წევრს, გივი აბესაძეს დავუკავშირდით:
რაგბი ძალიან გვიყვარს, ყოველთვის დავდივართ თამაშებზე და ბიჭებს ვგულშემატკივრობთ. გუშინ რეპეტიციაზე შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, „ხასანბეგურა“ გვემღერა, თუმცა გადაკეთებული ტექსტით. ტექსტი იქვე მოვიფიქრეთ და გადავიღეთ ვიდეო, რომელიც უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ტექსტი კი ასეთია: „ჩვენ გახლავართ მე-16-ე, ბრძოლა გვქონდა არგენტინას, ნა-ნი-ნა-ნა, მტერი ისე დავამარცხეთ, მთხრობლად არ გოვუშვით ერთი!..“
