მილანში ფონდ amfAR-ის საქველმოქმედო საღამო ჩატარდა. ღონისძიებას, როგორც წესი, უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ: ნაომი კემპბელი, ჰაიდი კლუმი, ალესანდრა ამბროსიო, იზაბელი ფონტანა, დაკოტა ჯონსონი, სიარა და სხვები.
საღამოდან შემოსული თანხა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. საქველმოქმედო ფონდში რამდენიმე მილიონი ევრო გადაირიცხა.
