მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ვარცხნილობა ჰოლივუდში საკმაოდ მოდაში შემოვიდა, დევიდ ბექჰემი არ არის აღფრთოვანებული ამ ტრენდით, 40 წლის სპორტსმენმა აღიარა, რომ არ სურს თავისი 4 წლის ქალიშვილი ჰარპერი მოკლე თმაში იხილოს. მზრუნველი მამა გრძელი თმის აქტიური მხარდამჭერია.
მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმრის შეხედულება ამ საკითხში მკვეთრად განსხვავებულია, დევიდი მაინც ვიქტორიას ენდობა: „მე მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. არასოდეს მივსულვარ მასთან და არ მითქვამს, რომ ცუდად გამოიყურება. ყოფილა შემთხვევა, რომ მას თავად უთქვამს, რომ რაც მაცვია არაუშავს და სჯობს, გამოვიცვალო“.

