LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Priv – კომპანია BlackBerry-ს შვილობილი ფიზიკური კლავიატურითა და უსაფრთხოების მაღალი დონით

სმარტფონების ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, BlackBerry Android-ის ბაზაზე გადავიდა. კანადურმა კომპანიამ განაცხადა, რომ სმარტფონებს Google-ის ოპერაციულ სისტემაზე გამოუშვებს.

Android-ის ბაზაზე გადასვლა ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრის გზა იქნება, რაც BlackBerry-ს აქამდე გააჩნდა – აპლიკაციების არარსებობა. ახალი სმარტფონი კი 1 მილიონზე მეტ პროგრამას გახსნის, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნება.

სიახლეს საკმაოდ დიდი თაჩსქრინი და ფიზიკური კლავიატურა ექნება. კომპანიის დირექტორის, ჯონ ჩენის განცხადებით, აპარატი სახელწოდებას Priv მიიღებს, რაც პირად ცხოვრებაში ერთგვარ ჩარევას გულისხმობს. მისივე თქმით, კომპანია Google-თან ერთად უსაფრთხოების მაღალ დონეზე მუშაობს, რომელსაც ჩვეულებრივი ანდროიდები ვერ გვთავაზობენ.

„ტელეფონი BlackBerry-ს ყოფილი თაყვანისმცემლებისთვის იქნება, რომლებსაც ენატრებათ ფიზიკური კლავიატურა და ამავდროულად აპლიკაციებიც სურთ“ – განაცხადა ჩენმა.