LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ele Watch – ჭკვიანი საათი მტვრისა და წყლისგან დამცავი ფუნქციით

საკუთარი „ჭკვიანი საათი“ თითქმის ყველა მწარმოებელს აქვს. გამონაკლისი არც კომპანია Elephone გახდა, რომელიც უახლოეს მომავალში Ele Watch-ს გამოუშვებს.

ქსელში უკვე გამოქვეყნდა გაჯეტის სპეციფიკაციები და ოფიციალური ფოტოები. ადვილი შესამჩნევია, რომ ის მექანიკური ანალოგის მსგავსად გამოიყურება.

სიახლე Android Wear-ის პლატფორმაზე მუშაობს, რაც ჩინური მწარმოებლისთვის მოულოდნელი არჩევანი გახდა.  მას 1,5 დიუიმიანი სენსორული ეკრანი და მეტალის კორპუსი აქვს, რაც გაჯეტს მტვრისა და წყლისგან იცავს.

Ele Watch-ს ასევე GPS, გულისცემის აღმნიშვნელი მრიცხველი და 4 გიგაბაიტიანი მუდმივი ოპერატიული მეხსიერება აქვს. მობილურ ტელეფონთან კი მისი სინქრონიზაცია Bluetooth-ის საშუალებით ხდება.

i_9cb64860