ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა დიჯეიმ, არმინ ვან ბიურენმა მეექვსე ალბომის „Embrace“ გამოსვლის შესახებ განაცხადა.
დისკი გაყიდვაში 29 ოქტომბერს გამოვა. ლიდ-სინგლი „Another You“ გახდება, რომელიც დიჯეიმ რეპერ Mr Probz-თან ერთად ჩაწერა და რომლის რელიზიც მაისში შედგა. რაც შეეხება მეორე სინგლს „Off the Hook“, რომელიც მან Hardwell-თან ერთად ჩაწერა, იგი 14 სექტემბერს გამოვიდა.
