LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ნოემბრიდან იარაღის რეგისტრაციისთვის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს-ს მომსახურების სააგენტოს რუსთავის სამმართველოს უფროსი იმედა მაკასარაშვილი ესტუმრა. პირველი ნოემბრიდან იარაღის რეგისტრაციის მსურველებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. სეზონის პირველი გადაცემა სწორედ აღნიშნულ თემას შეეხო.

– რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული ცვლილების განხორციელება?

– ეს გადაწყვეტილება მოქალაქეთა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით გახდა აუცილებელი. იარაღის მოხმარების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, შსს-ს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის პირველი ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.

– რა საკითხების ცოდნა ევალებათ იმ პირებს, რომლებიც გამოცდაზე გავლენ?

– იარაღის შეძენის მსურველები გამოცდას თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლ სასროლი იარაღის და გაზის იარაღის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სანადირო ცეცხლალსროლი იარაღის ბრუნვის წესის ცოდნაში ჩააბარებენ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის შედგენილი. იარაღის რეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს.

– რამდენი კითხვისგან შედგება საგამოცდო ტესტი და იმ შემთხვევაში თუკი პირველივე გასვლაზე ვერ ჩააბარებს, თუ ენიჭება მეორედ გასვლის უფლება?

– ჯამში 450 საკითხი მომზადდა. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება და ჩაბარებულად 18 სწორი პასუხი ითვლება. თეორიული გამოცდის ჩაბარებისთვის მსურველს 30 წუთი ეძლევა. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც იარაღი პირველ ნოემბრამდე დაარეგისტრირეს. იარაღის მფლობელი გამოცდას მხოლოდ ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში აბარებს. გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენის შემთხვევაშუ გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ უწევს.

– რა სახის დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ გამოცდაზე გასვლის მსურველებმა და რა არის გამოცდის ღირებულება?

– ღირებულება 20 ლარს შეადგენს. გამოცდაზე გასვლა მსურველებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა დანაყოფში შეეძლებათ. გამოცდაზე გასვლისთვის მსურველმა უნდა წარადგინოს ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საფასურის გადახდის ქვითარი. დაინტერესებულ პირებს ბილეთების ნახვა მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე – www.sagency.ge-ზე შეეძლებათ.

აუდიო ჩანაწერი