LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მომღერლებმა წყალტუბოში იმღერეს – „30 წელია, აქ კონცერტი არ გამართულა…“

Ardaidardo.Geჩვენი და სხვათა შორის, სოფო გელოვანის გასაკვირადაც, თურმე, წყალტუბოში ბოლო 30 წელია, დიდი კონცერტი არ გამართულა. ამის შესახებ თავად მომღერალმა გვითხრა, როდესაც მას დავურეკეთ იმის გასაგებად, სად იმღერა ნინა სუბლატთან და სოფო ხალვაშთან ერთად. მათი ერთობლივი ფოტო სოფო გელოვანმა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

სოფო გელოვანი:

კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო. ის წყალტუბოს მოედნის მიმდებარედ გაიმართა. როგორც მითხრეს, ბოლო 30 წელია, წყალტუბოში დიდი კონცერტი არ გამართულა, რაც ძალიან გამიკვირდა. იმანაც გამაკვირვა, რომ ეს ადგილი ძალიან ლამაზად არის გაკეთებული.

რაც შეეხება კონცერტს, მას წყალტუბოს ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. რეჟისორი გახლდათ ლაშა ონიანი და მე სწორედ მან დამირეკა მონაწილეობისთვის. ნინა სუბლატთან და სოფო ხალვაშთან ერთად იყო ნოდიკო ტატიშვილიც. შევასრულეთ როგორც „ევროვიზიის“ სიმღერები, ასევე ჩვენი სხვა რეპერტუარიც. ხალხმა ძალიან კარგად მიგვიღო და კონცერტმა წარმატებულად ჩაიარა.