პაპარაცებმა კარდაშიანების პოპულარული ოჯახი მაშინ გადაიღეს, როცა ისინი მალიბუში ერთად ისვენებდნენ. ყურადღება მიიქცია კიმ კარდაშიანის ჩაცმულობის სტილმა. განსხვავებით სხვა დღეებისგან, ორსული კარდაშიანი თავისუფალი სტილის სამოსში იყო წარმოდგენილი. მას თეთრი ფერის კაბა ეცვა და ასეთივე თეთრი ფერი სპორტული ფეხსაცმელი. ზოგადად, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი უცხოა კიმ კარდაშიანისთვის. ჩანს, რომ მან საგრძნობლად მოიმატა წონაში.
კარდაშიანებმა ბავშვებთან ერთად ადგილობრივი ზოოპარკიც მოინახულეს. აქვე აღსანიშნავია, რომ კიმის მსგავსად, ოჯახის თითქმის ყველა წევრი თეთრი ფერის სამოსში იყო გამოწყობილი.
