LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო წინ მიიწევს

უეფას ოფიციალურმა საიტმა განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნა. სასიხარულოა, რომ საქართველო 7 პოზიციით წინ გადაადგილდა და 41-ე ადგილზე გადაინაცვლა. მოგეხსენებათ, სექტემბრის თვეში საქართველო ამ რეიტინგში 48-ე ადგილზე იყო.

რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ გერმანია იკავებს, მეორეზე ესპანეთია, მესამეზე – ინგლისი.

უეფას რეიტინგი დგება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ და ფინალურ ეტაპებზე, ასევე, 2014 წლის მუნდიალის შესარჩევსა და ფინალურ ტურნირზე და ევრო 2016-ის შესარჩევზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.