LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 25 წლის 25 საუკეთესო სერიალი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

პორტალმა IMDb ბოლო 25 წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა. დაწყებული 90-იანი წლებიდან, მოყოლებული დღევანდელ დღემდე. პორტალმა დათვალა რეიტინგები, შეაჯამა მაყურებელთა გამოხმაურებები და მათ შორის, საუკეთესო 25-ეული წარმოადგინა.

 

 

1. „ნამდვილი დეტექტივი“


HBO-ს პოპულარული სერიალის პირველი სეზონი ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. სერიალში მთავარ როლებს მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ.

2. „რიკი და მორტი“


2013 წლის ანიმაციური სერიალი, რომლის მთავარი გმირი პროფესორი-სოციოპათია, რომელიც შვილიშვილის ჩართვას ცდილობს სხვადასხვა თავგადასავლებში.

3. „გრავიტი ფოლზი“


კიდევ ერთი ანიმაციური სერიალი და-ძმა ტყუპებზე, რომელთა საზაფხულო გეგმები იმსხვრევა მას შემდეგ, რაც მშობლები მათ გამზგზავრებას შორეულ ნათესავთან, გრავიტი ფოლზში გადაწყვეტენ.

4. „სამეფო კარის თამაშები“


უკვე საკულტო სერიალად ქცეული ისტორიული დრამაა, რომელიც „ემის“ ტრიუმფატორიც გახდა.

5. „შერლოკი“


საუკეთესო სერიალი კლასიკური დეტექტივების მოყვარულთათვის ბენედიქტ კამბერბეტჩის მონაწილეობით.

6. „რკინის ალქიმიკოსი“


კიდევ ერთი ანიმაციური სერიალი, რომელიც იაპონელებმა შექმნეს. სერიალი ძმების თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომლებიც დედის გაცოცხლებას ქიმიის საშუალებით ცდილობენ და ეს წამოწყება მათთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა.

7. „მძიმე დანაშაული“


სიმსივნით დაავადებული ქიმიის მასწავლებლისა და მისი ყოფილი მოსწავლის ისტორია, რომელიც ეკრანებზე 2008-2013 წლებში გადიოდა.

8. „მფრინავი კონკორდები“


ახალგაზრდების ისტორია, რომლებიც ბინას ერთად ქირაობენ, მოგვიანებით მუსიკალურ ჯგუფს ქმნიან და ტელე და რადიო შოუს აკეთებენ. კარგი მუსიკალური სერიალი ახალგაზრდებისთვის.

9. „სიკვდილის დღიური“


კიდევ ერთი ანიმაციური იაპონური პროექტი. ესაა დღიური, რომლითაც ყველა იმ ადამიანის მოშორებაა შესაძლებელი, რომელიც მის მფლობელს არ მოსწონს.

10. „ავატარი“


ათეულს ასრულებს კიდევ ერთი ანიმაციური სერიალი, რომელმაც 2005 წელს მილიონობით მაყურებელი მიაჯაჭვა ტელეეკრანებს.

11. „ექიმი ჰაუსი“

ჰიუ ლორი ქარიზმატული ექიმის ამპლუაში მსოფლიომ სწორედ ამ სერიალით შეიყვარა.

12. „განვითარების შეჩერება“


როგორც იქნა, 25-ეულში შევიდა კომედიური სერიალიც. ესაა მდიდარი ოჯახის ისტორია, რომელიც ყველაფერს კარგავს.

13. „მოსმენა“


კრიმინალური სერიალი ბალტიმორის პოლიციის განყოფილებაზე, რომელიც ნარკოსამყაროს ებრძვის.

14. „კლიენტი ყოველთვის მკვდარია“


2001 დან 2005 წლამდე ამ სერიალმა ნამდვილი ფურორი მოახდინა.

15. „სიყვარული ექვსისთვის“


ექვსი უახლოესი მეგობრის ისტორია, რომლებიც ცდილობენ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

16. „სოპრანოს კლანი“


90-იანი წლების ბოლოს სერიალმა იტალიური მაფიის კრიმინალურ საქმიანობაზე მოხიბლა ამ ჟანრის მოყვარული მაყურებელი.

17. „კოვბოი ბიბოპი“


და კვლავ ანიმაცია, ყოფილი პოლიციელისა და ბნელი წარსულის მქონე ადამიანის თავგადასავალი.

18. „ციხეОZ“


HBO-ს ერთ-ერთი პირველი სერიალი, რომელიც ციხეში მიმდინარე ექსპერიმენტებზეა

19. „დრაკონი ზეტი“

19
ანიმაციური სერიალი თავგადასავლების, ფანტასტიკისა და მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მოყვარულთათვის.

20. „მამა ტედი“


ირლანდიის ერთ-ერთ ქალაქში ჩასული სასულიერო პირის ისტორია და უამრავი კომედიური სიტუაცია მის გარშემო.

21. „მეგობრები“


საკულტო სერიალი, რომელიც წლების შემდეგაც არ კარგავს თავის აქტუალურობას.

22. „საიდუმლო მასალები“


„ოქროს გლობუსის“ მფლობელი სერიალი დევიდ დუხოვნისა და ჯილიან ანდერსონის მონაწილეობით, რომლის ახალი სეზონიც 2016 წლის 24 იანვარს გამოდის.

23. „ბეტმენი“

23
პოპულარული კომიქსის ანიმაციურმა ეკრანიზაციამ 1991 წელს უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

24. „ტინტინის თავგადასავალი“

24
ახალგაზრდა გაზეთის რეპორტიორის თავგადასავალი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს.

25. „ტვინ პიკსი“

25
დევიდ ლინჩის ლეგენდარული სერიალი ქალაქზე კალიფორნიაში, სადაც საიდუმლოებით მოცული ამბები ხება. აგენტი კუპერი ახალგაზრდა გოგონას, ლორა პალმერის სიკვდილს იძიებს. სერიალის გაგრძელებას მაყურებელი 2017 წელს იხილავს.