თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის, “თბილისი 2015”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსში, რომელსაც “პალიტრა მედია” უწევდა პარტნიორობას, გამარჯვებული 8 ნომინაციაში: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები, წლის საუკეთესო ესსე; წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები; წლის საუკეთესო ქანდაკება, წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები და წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები გამოვლინდა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა დაჯილდოების ცერემონიის დაწყების წინ განაცხადა, “თბილისი 2015” მნიშვნელოვანი დღესასწაულია. “ვფიქრობთ, საფუძველი უნდა ჩეყაროს თბილისისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს – კონკურსს, ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში”, – აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ნამუშევრები შვიდი წევრისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერთჯერად ფულად პრემიასთან, 1500 ლართან ერთად გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი პრიზი მე-12 საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი გადაეცათ. კონკურსის მონაწილეები ჟიურის სპეციალური პრიზითაც დასაჩუქრდნენ.
“თბილისი 2015”-ით სახალხო დღესასწაული “თბილისობა” დასრულდა.
