LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს კვერცხები ესროლეს

დღეს, ფოთის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მისულ წევრებს, ფასადი კვერცხებითა და საღებავებით დასვრილი დახვდათ, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ნაციონალების” ოფისი ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარეობს. პარტიის წევრებმა  მომხდარი პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასეს და პასუხისმგებლობა ,,ქართულ ოცნებას” დააკისრეს.

მმართველი გუნდის ადგილობრივი წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, ისინი აღნიშნული ფაქტის გამოძიების მიზნით, სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვას გეგმავენ.