LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი:”ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოსთან დღეს პროვოკაციებს გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა გაუგებარი უწოდა გვარამიას გნაცხადებას და აღნიშნა, რომ ერთი შეხედვით ჰგავს პროვოკაციას, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.

”თუ ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ვინმე ემუქრებოდაკომპრომატებით, ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ, თუმცა ვერ შევატყე გვარამიას, რომ რაიმე აქვს დასამალი,” – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რაც ხდება ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით,  ამაში მთავრობის ჩართულობა გამორიცხულია და დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს უნდა მიეცეს უფლება, მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.

პრემიერის ინფორმაციით, დღეს საქალაქო სასამართლოსთან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები აპირებენ პრობოკაციის მოწყობას მხარდამჭერებთან ერთად, თუმცა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ამის უფლებას არ მისცემს.

”ნაციონალური მოძრაობა” მადლობას უნდა უხდიდეს მოსახლეობას, რომ ის არ გაუკეთეს, რაც წამების ამსახველ ვიდეოებში ჩანს, შეიძლება უხეშად გამომივიდეს, მაგრამ  ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.