აიძულებს თუ არა გიორგი წერეთელი ლოლიტას თავისი სიმღერების შესრულებას?
გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” გიორგი წერეთელი, ლოლიტა და ილია თოფურია ესტუმრნენ.
– როდის ჩაიწერა თქვენი პირველი დუეტი?
გიორგი: – პირველი დუეტი ჩვენი დაქორწინების შემდეგ ჩაიწერა.
– მანამ, სანამ ქართველი მსმენელის წინაშე გამოჩნდებოდი, ღელავდი თუ როგორ მიგიღებდა მსმენელი, რუსულ სიმღერებს ასრულებდი, როგორ მიგიღო მსმენელმა?
ლოლიტა:- თავდაპირველად ძალიან მეშინოდა. ქართული ტექსტი რუსული ასოებით მქონდა დაწერილი. მას შემდეგ რაც ბატონი წერეთლის მეუღლე გავხდი, ვისწავლე ქართული და აღარ მრცხვენია. ახლა უკვე ვცდილობ ლიტერატურულად ვისაუბრო.
– ლოლიტა, შევაჯამოთ უახლოესი წარსული, როგორც ვიცი იყავით ამერიკაში საკმაოდ დიდი ხნით, რატომ იყავით წასულები?
– დიახ, ერთი თვე გამოგვივიდა. იქაურმა ემიგრანტმა მიგვიწვია, მან გააკეთა ორგანიზება. ძალიან გაეხარდა ყველას ჩვენი ჩასვლა, ნიუ იორკში ბრაიტონზე ხალხი გვცნობდა, გვეხუტებოდნენ. კონცერტი რესტორანში გავმართეთ, მთელი ოთხ საათ ნახევარი ვმღეროდით, არ გვიშვებდნენ.
– რომელ სიმღერაზე იყო ყველაზე მეტი ემოცია?
გიორგი: – ალბათ იმ სიმღერაზე, რომელიც ორჯერ გვამღერეს, ეს არის ჩემი სიმღერა ”შენი სიყვარული ვარ”. ალბომსაც ასე ჰქვია. ძალიან კარგად იყო გაფორმებული ჩემი სიმღერა ”ტაში-ტუში”. ბოლოს ყველამ ერთად ვიმღერეთ ”საქართველოო ლამაზო”.
– რადიოშიც მოხვდით…
ლოლიტა:- ამერიკაში არის რუსული რადიო. ბორის ავეზოვია წამყვანი. დაგვირეკა და შემოგვთავაზა რომ მასთან ეთერში სტუმრად მივსულიყავით. ვიმღერეთ, ვისაუბრეთ.
– ვისაუბროთ თქვენი ახალი ალბომის შესახებ
გიორგი: – პრეზენტაცია ნიუ იორკში მოხდა, ორი თვის წინ გამოვიდა. ჩვენი საქეიფო სიმღერებით არის დატვირთული, მასში 21 სიმღერა შედის, მეტი ვეღარ ჩაეტია, კიდევ მინდოდა რამდენიმე სიმღერის შეტანა. ხალხმა აღფრთოვანებით მიიღო, 23 ნოემბერს ისევ მივდივართ ამერიკაში და ალბომში შესულ სიმღერებს შევასრულებთ, ვეცადეთ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
– ლოლა, თბილისში ძალიან პოპულარული იყავი და ხარ. შემდეგ მოხდა ისე რომ გაბედნიერდი, შეიცვალა თუ არა შენი გათხოვების შემდეგ შენი რეპერტუარი, რა გავლენას ახდენს ქმარი, ხომ არ გაიძულებს ქმარი თავისი სიმღერების შესრულებას?
– პირიქით, ქართული სიმღერები დამემატა, თუმცა სხვადასხვა ენებზე ვმღერი.
– როდის დაიწყე სიმღერა და როდის გახდი პოპულარული?
– 5 წლიდან ვმღერი, პოპულარული კი 27-28 წლის ასაკში გავხდი, ვასრულებდი რუსულ სიმღერებს.
– ისრაელიდან ახლახან დაბრუნდით…
– გუშინ წინ, ქართველი ებრაელების ქორწილში ვიყავით. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა.
– რა გეგმები გაქვთ?
გიორგი: – ვფიქრობ, რომ აღმართზე ვდგავართ და ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანი ჩამოვარდეს. ყველა ჩემი სიმღერა სიყვარულზეა, მე ვგრძნობ იმას, რომ მე და ჩემი მეუღლე ძალიან ვუყვარვართ მსმენელებს. იმ საფეხურს, რომელზეც ჩვენ ეხლა ვართ, უნდა გავუფრთხილდეთ. არ უნდა ვიფიქრო ის, რომ რაღაცას უკვე მივაღწიე. მე ჩემი თავით სულ უკმაყოფილო ვარ. ამ საფეხურამდე მისაღწევად ბევრი ცუდი და კარგი ყოფილა. თუკი რომელიმე სიმღერა არ გამომივიდა, არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გავჩერდე. ყველაფერი უნდა მოდიოდეს გულიდან და თუკი ასე ხდება, მსმენელი მას ასევე გულით მიიღებს. მეუღლე გვერდით მყავს და მასთან ერთად ყველაფერი გამომივა. ძალია ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთისგან, შევავსეთ ერთმანეთი. უკვე არაფრის აღარ გვეშინია, მუშაობის პროცესში ეს დიდი თანადგომაა. სცენაზე ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის იმედი გვაქვს.
– ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე, ილიას აკომპანიმენტისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
გიორგი:- სიმღერის სახელწოდება გახლავთ ”მიცურავს გემი”. დუეტი არის სპეციფიური და იუმორისტული, არის ზღვაზე, გემზე. ჩვენ წარმოვიდგინეთ, რომ მე ვარ გემის კაპიტანი და ლოლა მაცილებს ნაპირიდან. სიმღერის ავტორი მე ვარ.
ილია: – პირველ რიგში ვუსურვებ აი ასეთი რეიტინგი ჰქონოდეთ მთელი ცხოვრება. გიორგის ვუსურვებ მუზა ბევრჯერ მოსვლოდეს და ბევრი სიმღერა დაეწეროს. ბევრი სიმღერის შექმნას დავსწრებივარ და მისი მუზის ნაწილი მეც ვარ.
გიორგი წერეთელი & ლოლიტა – მიცურავს გემი
აუდიო ჩანაწერი
გიორგი წერეთელი, ლოლა და ილო – ცოტაც მოითმინე გულო LIVE 1
გიორგი წერეთელი, ლოლა და ილო – LIVE. დამზადებულია საქართველოში / LIVE 2
გიორგი წერეთელი, ლოლა და ილო – LIVE. დამზადებულია საქართველოში / LIVE 3
გიორგი წერეთელი, ლოლა და ილო – ვარდები LIVE 4
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
