ირინა შეიკმა სოციალურ ქსელში პროვოკაციული ფოტოები განათავსა. სურათზე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელი წელს ზემოთ შიშველი პოზირებს.
ეროტიკული ფოტოსესია შეიკისთვის უცხო არ არის, უფრო მეტიც – წინა ფოტოსესიასთან შედარებით გუშინდელი ფოტო ბევრად თავშეკავებულია. ზაფხულში მოდელმა ფოტოგრაფის კამერასთან სრულიად შიშველმა იპოზიორა.
შეიკის ასეთი გადაწყვეტილებები მის საყვარელ მამაკაცს ბრედლი კუპერს ძალიან მოწონს. მიუხედავად იმისა, რომ ირინა შიშველი პოზირებს და ფოტოებით ხაზს უსვამს საკუთარი სხეულის იდეალურობას, მას არცერთხელ არ გადაუკვეთავს ზღვარი დახვეწილ ეროტიკასა და ვულგარულობას შორის.

