LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარგველაშვილი ღარიბაშვილსა და უსუფაშვილს სასაუბროდ იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს იწვევს.

„როგორც ჩანს საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით, ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერმინისტრს მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.