პირველმა დამოუკიდებელმა თეატრალურმა პრემიამ ,,დურუჯი“ გამარჯვებულები გამოავლინა. საქველმოქმედო ფონდ ,,ცისკრის “ მიერ დაწესებული პირველ დამოუკიდებელი თეატრალური პრემია უკვე მეშვიდედ გაიცა. წელს პრემიერაზე 22 თეატრის 38 განაცხადი იქნა წარდგენილი.
5 წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ ნომინირებული სპექტაკლები შეაფასა და საუკეთესოებიც დაასახელა:
ნომინაციები ასე გადანაწილდა:
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – ლევან წულაძე “შეშლილის წერილები“, მარჯანიშვილის თეატრი, პრემიერა, 14.000 ლარი.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ვანო იანტბელიძე ,,ვინ გატეხა ქოთანი“ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი, პრემია 2.000 ლარი.
საუკეთესო მსახიობი ქალი – მარინა კახიანი ,,ასულნი “ შოთა რუსთაველის თეატრი, პრემია 2.000 ლარი.
სეზონის განმალობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – ოთარ ქათამაძე, პაატა ციკოლია ,,კალიგულა “ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრი, პრემია 2.000 ლარი.
საუკეთსო ახალგაზრდა რეჟისორი – ნიკოლოზ საბაშვილი ,,1945“ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი. ამ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 ლარის ოდენობით.
