24 ოქტომბერს კინოთეატრ „რუსთაველში“ კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-Tbilisi-ს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ცერემონიალზე საერთაშორისო საკონკურსო პროგრამისა და Focus Caucasus-ის ჟიურიმ, მაყურებლებმა, CinéDOC Young-ის ახალგაზრდა აუდიტორიამ და სტუდენტურმა ჟიურიმ თავიანთი რჩეულები გამოავლინეს:
– საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ფილმი − „დაბრუნება“/ მირო რემო / სლოვაკეთი / 2014 / 85 წთ. | http://www.cinedoc-tbilisi.com/ge/?page_id=6384
– საერთაშორისო კონკურსის სპეციალური აღნიშვნა − „სიცოცხლე შებინდებისას / რეჟ. სილვაინ ბიგელეიზენი / ბელგია, ისრაელი / 2015 / 70 წთ. | http://www.cinedoc-tbilisi.com/ge/?page_id=6493
– Focus Caucasus-ის გამარჯვებული ფილმი − „ორმაგად უცხონი“/ რეჟ. უგის ოლტე / ლატვია, საქართველო / 2015 / 56 წთ. | http://www.cinedoc-tbilisi.com/ge/?page_id=6411
– Focus Caucasus სპეციალური აღნიშვნა − „როგორ გადავკვეთოთ საზღვარი“ / რეჟ. სონა და მარინე კოჩარიანები / სომხეთი / 2014 / 15 წთ. | http://www.cinedoc-tbilisi.com/ge/?page_id=6418
– გამარჯვებული ფილმი (სტუდენტური ჟიური) – „ოსტატი და ტატიანა“/ რეჟ. გიედრე ზიცკიტე / ლიტვა / 2014 / 84 წთ. | http://www.cinedoc-tbilisi.com/ge/?page_id=6405
– გამარჯვებული ფილმი (მაყურებლის ჯილდო) − „სიცოცხლე შებინდებისას / რეჟ. სილვაინ ბიგელეიზენი / ბელგია, ისრაელი / 2015 / 70 წთ. | http://www.cinedoc-tbilisi.com/ge/?page_id=6493
– CinéDOC Young-ის რჩეული ფილმი − „თხა ხმის სანაცვლოდ“ / რეჟ. იერუნ ვან ველზენ / ნიდერლანდები / 2014 / 54 წთ. | http://www.cinedoc-tbilisi.com/ge/?page_id=6487
