LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი მესაყვირე ავიშა კოენი თბილისელი მაყურებლის წინაშე დღეს წარდგება

Ardaidardo.Geთბილისის რიგით მეთვრამეტე ჯაზფესტივალი გრძელდება. 27 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, ჯაზის მოყვარული საზოგადოება „ივენთ ჰოლში“ ცნობილი მესაყვირის, ავიშა კოენის მოსასმენად შეიკრიბება.

 

„ნიუ იორკ ტაიმსმა“ მისი ინდივიდუალური სტილი აღწერა, როგორც „თავდაჯერებული, სრულფასოვანი მესაყვირე, მოდერნიზმის შეგრძნებით“. „ჩიკაგო რიდერი“ კი შეფასებებისას უფრო შორს წავიდა და აღნიშნა, რომ ის „უდავოდ ყველაზე აღმაფრთოვანებელი ებრაელი მესაყვირეა მთელ მსოფლიოში“.