პოპის დედოფალი მაშინ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში, როცა ის შვილთან, 15 წლის როკოსთან ერთად ველოსიპედით სეირნობდა. მომღერალი ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, რომ ფოტოგრაფებს თავიდან ის ლურდეს ლეონშიც კი აერიათ. ამჯერად მადონა ახალი ალბომის მხარდასაჭერ პრომო-ტურნეში იმყოფება და სამუშაო გრაფიკის პარალელურად თავისუფალ დროს შვილებთან ერთად ატარებს.
მოგვიანებით მადონა შვილთან ერთად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს, თუმცა პაპარაცებმა მათი გადაღება ვერ მოახერხეს, რადგან დედა-შვილი სახლში ტაქსით დაბრუნდა.
