საქართველოში „ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული” იწყება. ღონისძიებები 7 ქალაქში – თბილისში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, სიღნაღში, რუსთავსა და ფოთში გაიმართება. 30-ზე მეტი ხელოვანი ევროკავშირის რვა ქვეყნიდან ჩამოთვლილ ქალაქებში 20 ღონისძიებას ჩაატარებს.
„ვეროკავშირის კულტურის კვირეულის“ მიზანია, მუსიკის, ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურისა და თეატრის დახმარებით ხაზი გაუსვას საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების საერთო კულტურულ ფასეულობებს.
ქართველ მსმენელს საშუალება ექნება, გაეცნოს ბალტიურ გიტარის კვარტეტსა თუ პორტუგალიურ ანსამბლს, ასევე პროგრესული ტექნოს წარმომადგენელ დიჯეის ნამუშევრებს.
გაიმართება ფოტოგრაფიის სამი გამოფენა, ერთი აუგუსტ ზანდერის ხსოვნის პატივსაცემად, ორი კი იმ კავშირების აღსანიშნავად, რომლებმაცდროს გაუძლო. წარმოგვიდგენენ ბულგარული ქუჩის ცეცხლოვან თეატრს, „სინეკიდის“ ჩვენებებს, რომლებიც ვირტუალურ რეალობას ქმნის, კვირეულის ფარგლებში თბილისს ესტუმრება ავსტრიელი მწერალი, რიხარდ შუბერტი, ის ქართულ საზოგადოებას წარუდგენს წიგნს, რომელიც ანა კორძაია-სამადაშვილმა თარგმნა.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
