LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს ბრიფინგი გაიმართება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს  ბრიფინგი გაიმართება. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით,  ბრიფინგი 11 საათზეა დანიშნული.

ჯერ-ჯერობით, უცნობია თემა, თუმცა, სავარაუდოდ, ბრიფინგზე საუბარი იქნება გუშინ გავრცელებული აუდიო ჩანაწერების შესახებ. uareview.in.ua-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, საუბარი შედგა მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, ასევე – სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის, სადაც “რევოლუციურ სცენარზე” იყო საუბარი.