LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადიული სიყვარული: ვარსკვლავური წყვილები, რომელთა სიყვარულმა დროს გაუძლო

მათი ცხოვრება მუდამ ყურადღების ცენტრშია, მათ პაპარაცები ერთი წამითაც კი არ ტოვებენ, მათი არცერთი ნაბიჯი შეუმჩნეველი არ რჩება, ცხოვრების ასეთ რიტმს ცოტა თუ უძლება. თუმცა არსებობენ ვარსკვლავური წყვილები, რომელთა სიყვარულმაც დროს გაუძლო და შეძლეს დაემტკიცებინათ რომ ნამდვილი სიყვარული ყველა ქარტეხილს უძლებს.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები (16-წლიანი ქორწინება) 

თუ დევიდ ბექჰემს ვენდობით, ვიქტორიამ ის საფეხბურთო ჟურნალში შეარჩია, თვითონ კი, მომავალი მეუღლე პირველად ტელევიზიით ნახა და გადაწყვიტა, რომ ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. დევიდმა და ვიქტორიამ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს ფეხბურთის საქველმოქმედო მატჩზე, ერთ წელიწადში ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს, 1999 წლის ივლისში კი, იქორწინეს. ბექჰემების 16-წლიან ქორწინებას ნამდვილად ვერავინ დაარქმევს უღრუბლოს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრესაში გამუდმებით იწერებოდა დევიდის ღალატზე, თუმცა რთული პერიოდი წყვილმა მაინც დაძლია, დაივიწყა ყველა წყენა, მეორედ იქორწინა და ტატუც გაიკეთა წარწერით ”ყველაფერი თავიდან”.

უილ სმიტი და ჯადა პინკეტ-სმიტი (17-წლიანი ქორწინება)

წელს, 31 დეკემბერს უილ სმიტი და ჯადა პინკეტ-სმიტი, თავის 18-წლიან, ანუ ფირუზის ქორწინებას აღნიშვნენ. წყვილმა 1997 წლის ბოლო დღეს იქორწინა, ფილმის ”პრინცი ბევერლი-ჰილზიდან” გადასაღებ მოედანზე შეხვედრიდან, შვიდი წლის შემდეგ.

სინდი კროუფორდი და რენდი ჰერბერი (17-წლიანი ქორწინება)

ჰერბერმა კროუფორდი რიჩარდ გირთან დაშორების შემდეგ გაიცნო და  მხარში ამოუდგა ყველაზე მძიმე პერიოდში. ერთ-ერთ ინტერვიუში კროუფორდმა აღიარა: ”ეს პირველი ურთიერთობა იყო ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მეგობრობით დაიწყო და ყველა ქალს ასეთ ურთიერთობას ვურჩევ, რადგან უფრო მყარ საფუძველს ქორწინებისთვის თქვენ ვერ იპოვით”.

სარა-ჯესიკა პარკერი და მეთიუ ბროდერიკი (18-წლიანი ქორწინება)

სარა-ჯესიკა და მეთიუ ერთმანეთს პარკერის ძმამ – ტიმოტიმ გააცნო 1992 წელს. მათი ურთიერთობა კარგი მეგობრობით დაიწყო, ხუთი წლის შემდეგ კი, ქორწინებით დასრულდა. ბულვარული გამოცემები გამუდმებით ავრცელებდნენ ხმებს წყვლის ურთიერთობაზე – ჯერ ბროდერიკს დააბრალეს, თითქოს მას ”კაპრიზული ცოლი მობეზრდა”, მერე კი ამბობდნენ, რომ თითქოს თავად კაპრიზული პარკერი აპირებდა განქორწინებას. თუმცა, ყველა ჭორის მიუხედავად პარკერი და ბროდერიკი ისევ ერთად არიან.

ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი (19-წლიანი ქორწინება)

წყვილის რომანი 1995 წელს დაიწყო სერიალის ”ქორელი” გადაღებებზე, როცა ახალგაზრდა ჰიუს ერთი ნახვით შეუყვარდა 13 წლით უფროსი კოლეგა. ჯეკმანს ისე ეშინოდა უარის მიღება, რომ მსახიობის იგნორირება გადაწყვიტა. თუმცა, ძალიან გაუკვირდა, როცა ერთი კვირის შემდეგ, თვითონ დებორა გამოუტყდა მას სიყვარულში.

დევიდ ბოუი და იმანი (23-წლიანი ქორწინება)

პოპულარული მუსიკოსი და სომალელი სუპერმოდელი ერთმანეთს 1990 წელს შეხვდნენ, საერთო მეგობრის მოწყობილ ”ბრმა პაემანზე”, ორი წლის შემდეგ კი, წყვილმა ურთიერთობაც დააკანონა. იღბლიანი ქორწინების რეცეპტი იმანისგან ასეთია: ”ოჯახი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ყველაფერი დანარჩენი – მეორეხარისხოვანია. თუ თქვენი პრიორიტეტები ერთმანეთს ემთხვევა, თქვენ აუცილებლად მიარწევთ სასურველს”.

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი (27-წლიანი ქორწინება)

ტომ ჰენქსმა და რიტა უილსონმა 1988 წლის 30 აპრილს იქორწინეს, ერთმანეთი კი, რამდენიმე თვით ადრე ტელეშოუზე გაიცნეს. წყვილი ორ შვილს ზრდის და დღემდე შეყვარებულია ერთმანეთში. ტომ ჰენქსს თუ დავუჯერებთ, მისი რჩევა ასეთია: ”მონაწილეობა მიიღეთ ერთმანეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში და არასდროს გაუცხოვდებით”.

ოზი და შერონ ოზბორნები (33-წლიანი ქორწინება)

სტაბილური ქორწინება ოდიოზურ როკ-ვარსკვლავებს შორის ძალიან იშვიათია, თუმცა არა ოსბორნების შემთხვევაში. წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როცა შერონი 18 წლის იყო, ოზი კი – უკვე დაქორწინებული, რაზეც შერონმა ერთხელ გულწრფელად განაცხადა: ”მე ის ცოლს მოვტაცე და 30 წლის მანძილზე არასდროს მინანია”.

ბონო და ელისონ ჰიუსონი (33-წლიანი ქორწინება)

ბონოსა და ელისონის წყვილი მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ სკოლის სიყვარულის შენარჩუნება მთელი ცხოვრება შეიძლება. რთული დასაჯერებელია, რომ წყვილი უკვე 40 წელია ერთადაა, 33 კი – ოფიციალურად დაქორწინებული. პირველად ელისონმა პოლ ჰიუნსონი (ბონო) სკოლის როკ-ჯგუფის კონცერტზე შეამჩნია, როცა ის უკვე ითვლებოდა ადგილობრივ ვარსკვლავად.

მერილ სტრიპი დაზ დონ გამერი (37-წლიანი ქორწინება)

როგორც ჩანს ლეგენდარული მსახიობის ერთ-ერთი მთავარი თვისება სტაბილურობაა. სამჯერ ”ოსკაროსანი” მსახიობს არა მარტო სტაბილური კარიერით შეუძლია დაიკვეხნოს, არამედ კოლეგებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინებითაც. სტრიპმა და მოქანდაკე დონ გამერმა ერთმანეთი 1978 წელს გაიცნეს და ექვს თვეში იქორწინეს. ერთ-ერთ ინტერვიუში სტრიპმა სხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობების საკუთარი საიდუმლო გაამხილა: ”აუცილებელია საუბარი პრობლემებზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ჩნდება, მაშინაც კი, თუ ეს პრობლემები უმნიშვნელოდ გეჩვენებათ. უნდა იცოდეთ, რა აწუხებს თვენს პარტნიორს, ურჩიოთ რაიმე და შეძლოთ აღიაროთ რომ ყოველთვის არ ხართ მართალი. საუბარი – ყოველთვის წარმატების გასაღებია”.