LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვის სამინისტრო – 1-2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის დაცემაა მოსალოდნელი

1-2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის დაცემაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, 1 ნოემბერს დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში მოსალოდნელია +3, +8, მთაში +1, +6, მაღალმთაში – 4, +1 გრადუსის ფარგლებში.
“1 ნოემბერს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში ზოგან თოვლი. 2 ნოემბერს ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც შესაძლოა -1 გრადუსამდე დაეცეს. 3 ნოემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს”, – ნათქვამია განცხადებაში.