21 წლის კონარდ ანერუდი, რომელიც შვედეთის ერთ-ერთ ქალაქში ბარმენად მუშაობს, ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობის, ლეონარდო დიკაპრიოს ორეულად ცნეს. ერთი შეხედვით კონარდის „ინტაგრამი“ სავსეა ლეონარდოს სურათებით, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ის არა პოპულარული მსახიობი, არამედ სრულიად სხვა პიროვნებაა, რომელიც ისე გამოიყურება, რომგორც დიკაპრიო ამ ასაკში.
თავად ანერუდი, ბუნებრივია, მიეჩვია საზოგადოების მხრიდან ინტერესს და აღფრთოვანებას ამ ფაქტთან დაკავშირებით. ის თავადაც ცდილობს, მიბაძოს თავის ცნობილ ორეულს. მისი თქმით, სიამოვნებს, როდესაც ხალხს მუდმივად მასთან სურათის გადაღება სურს.
