LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალისტის რჩევები – უნდა გათბეს თუ არა დილას ძრავი?

გადაცემას ”ავტოსერვისი” ძრავების სპეციალისტი შალვა კაპანაძე ესტუმრა.

– საკმაოდ ხშირია თემა წყალი ზეთში, ან ზეთი წყალში…

– ძალიან გახშირდა მომატებული სინესტის გამო ეს პრობლემა. ქაფს იკეთებს ზეთის ჩასასხმელ ხუფზე. ამ დროს რადიატორში არც ანტიფრიზი აკლდება და არც ზეთის სტრუქტურა იცვლება. ეს არის ჩვეულებრივი ნალექი სინესტის გამო. ასე ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ზეთია შესაცვლელი. ძრავის ჩაქრობის დროს ნესტიანი ჰაერი შედის. ეს სახიფათო არ არის, მაგრამ სპეციალისტმა აუცილებლად უნდა ნახოს. არის შემთხვევა, როდესაც შუა სადები ფუჭდება, ნამდვილად შედის წყალი და ეს ძრავისთვის რეალური საფრთხეა. ამ დროს დიდი ალბათობით ძრავი იქნება დასაშლელი. რადიატორის ხუფის მოხსნა ცხელზე არ შეიძლება.

– დილას ძრავის გათბობას რაც შეეხება??

– აუცილებლად. მე ზაფხულშიც კი ვათბობ მანქანას. რეზინის დეტალები მუშა მდგომარეობაში მოდის, ხისტი აღარ არის, ასევე სითხეები. სხვათაშორის გერმანიიდან ჩამოსულ ”ოპელებს” სწორედ ამ მიზეზით ”დგუშის” ხმა აქვთ. იმიტომ რომ გერმანიაში ადგილზე ძრავის დაქოქვა არ შეიძლება. ”დგუში” შეკუმშულ მდგომარეობაშია, ბლოკი არის თუჯის. შევიწროებული ”დგუშით” როდესაც დატვირთვას აძლევ, რეფორმირდება და ქვედა ნაწილი იწყებს კაკუნს, არაფერს არ აფუჭებს, მაგრამ არასასიამოვნო ხმა აქვს.

მსმენელი: – მყავს ”პაჯერო იო”. ძრავის ღვედი 91 000 გამოიცვალა. მას შემდეგ 33 000 აქვს გამოცვლილი, როდის უნდა შეიცვალოს?

– იაპონური ორიგინალი ნაწილი 100 ათასამდე უნდა მუშაობდეს, თუმცა, რადგან გამოცვლილია, დაყენებიდან 70 000-ზე უნდა გამოცვალოთ.

მსმენელი: – მყავს ”ოპელ ვექტრა ბ”. მეორე თაობის ეკოტეკით. აღმართზე როდესაც გავანეიტრალებ, ტახომეტრი იგივე პოზიციაში რჩება მანამ, სანამ არ გავაჩერებ. მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს…

– ეს არის ამ ავტომობილის შემთხვევაში ნორმალური მდგომარეობა. გეტყვით იმას, რომ ნეიტრალურ სიჩქარეში უფრო მეტ საწავავს მოიხმართ, ვიდრე მეხუთეში როდესაც არის სიჩქარე.

მსმენელი: – მყავს 1997 წლის ე კლასის ”მერსედესი”. 3.2 ძრავით. რამდენს უნდა წვავდეს ეს ავტომობილი? 17 ლიტრამდე ადის.

–  მე როგორც ვიცი ქალაქში 9-12 ლიტრამდე ნორმალური წვა აქვს. პირველ რიგში კომპიუტერული დიაგნოსტიკა გააკეთოთ, ოღონდ ცალკეული გადამწოდი რეალურ რეჟიმში შემოწმდეს, შესაძლოა ჰაერისმზომის ბრალი იყოს.

მსმენელი: – მყავს ჰონდა სი-არ-ვი. 2000 წლის. ავტომატური გადაცემათა კოლოფით და მაინტერესებს ზეთი როდის უნდა შეიცვალოს კოლოფში?

– უნდა დაათვალიეროთ თქვენი ავტომობილი და თუ სადმე შეამჩნიეთ ზეთის შეცვლის ბირკა და გექნებათ ათვლის წერტილი. თუ არ აქვს, მაშინ სპეციალისტს აჩვენეთ და ის ვიზუალურად მიხვდება არის თუ არა შესაცვლელი.

მსმენელი: – მყავს ”ფორდ მონდეო” და მაინტერესებს როგორი ძრავი აქვს. დურატეკის ძრავია…

 – ძალიან კარგი ძრავია. ერთადერთი რაც გასათვალისწინებელია, საწვავი და ზეთი კარგი ხარისხის უნდა.

მსმენელი: – მყავს ”ისუზუ ტრუპერი”. 3.0 დიზელი. 150 კილომეტრი აქვს გარბენი?

– მე ყოველთვის 5/40-ზე ვასხამდი ამ ავტომობილში, 7000-9000-ს არ უნდა გადააცილოთ. საწვავიც და ზეთიც მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ტურბინას მოვლა უნდა, მაშინვე არ უნდა ჩააქროთ. თუ 1997 წლის ბოლოს არის გამოშვებული, ტვინიანი ტუმბო ექნება. ერთადერთი, რამაც შეიძლება პრობლემა შექმნას, სწორედ ეს ტუმბოა, თუმცა იშვიათად. ”გაზაობა” არ უყვარს.

აუდიოჩანაწერი: