ცნობილი გამოცემის, Harper’s Bazaar-ის წლის დაჯილდოვების ცერემონია ნამდვილად გამოირჩეოდა ვარსკვლავების სიმრავლით. დაჯილდოვება ლონდონში გაიმართა და მას საპატიო სტუმრების ამპლუაში ქეით უინსლეტი, ნიკოლ კიდმანი და ლარა სთოუნი ესწრებოდნენ. ყურადღება მიიქცია იმან, რომ ეს ქერათმიანი ლამაზმანები დაჯილდოვებაზე შავი ფერის სამოსში მივიდნენ. ქეითისა და ლარას სამოსი კიდევ უფრო მკაცრი და აკადემიური იყო, ვიდრე ნიკოლის, რომლის კაბაც ოქროსფერი ორნამენტებით იყო გაფორმებული.
რაც შეეხება ლარა სთოუნს, მას Givenchy-ის ულამაზესი ორეული ეცვა, შარვალი ორიგინალურად იყო გაფორმებული მაქმანებით, ხოლო მოსაცმელის სახით, ანსამბლს ხავერდის პიჯაკი ამშვენებდა. სწორედ 31 წლის ლარა სთოუნი გახდა საპატიო ჯილდოს მფლობელი მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის. გარდა ამისა, წლის დიზაინერის ნომინაციაში კლერ უეილ კელერმა გაიმარჯვა, წლის მოდურ თეატრალურ მსახიობად ნიკოლ კიდმანი დასახელდა, სატელევიზიო ვარსკვლავი, „დაუნტონის სააბატოს“ მსახიობი მიშელ დოკერი გახდა, ხოლო წლის ყველაზე მოდური ბრიტანელი მსახიობი, სიენა მილერი. რაც შეეხება ქეით უინსლეტს, ის მოდის ინდუსტრიის სიმბოლოდ აღიარეს.










