თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებებია – დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თანამდებობები დატოვეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა. თბილისის მერის განმარტებით, არეშიძემ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
„გიორგი არეშიძემ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად იმუშავა დედაქალაქის მერიაში, ისევე როგორც ჩემს საარჩევნო კამპანიაში და 24-საათიან რეჟიმში გვერდში მედგა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და არეშიძეს, ისევე როგორც ბიძინა გიორგობიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
