LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვარცხლბეკზე დგომა და შენი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა ყველაზე დიდი ბედნიერებაა

გადაცემას ”კანონის ფარგლებში” შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის დირექტორის მოადგილე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მამუკა ყიზილაშვილი და საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრებისა და შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენი ვარლამ ლიპარტელიანი ესტუმრნენ.

ვარლამ ლიპარტელიანი გახლავთ ევროპის ორ გზის ჩემპიონი, სამ გზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიოს თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. არის მსოფლიო ჩემპიონი და 2 გზის ევროპის ჩემპიონი ახალგზარდებში.

– მოგვიყევით ბოლო შეჯიბრის, პარიზის გრანდ სლემის ტურნირის შესახებ?

მამუკა: – ის საქართველოს ძიუდოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც შეძლო აღნიშნულ ტურნირზე ორჯერ გამარჯვება. ვულოცავ მას კიდევ ერთხელ ამ წარმატებას.

– ვარლამ, თქვენს შესახებ მოგვიყევით?

– პირველ რიგში ჩემი მშობლებისა და სვანური ტრადიციების დამსახურებაა, რომ ძიუდოში მოვხდი. გამიჩნდა სურვილი ძიუდოში მევარჯიშა, დაახლოებთ ათი წლის ასაკში დავიწყე. დაახლოებით 15 წლიდან  კი უფრო აქტიურად ჩავერთე, მონაწილეობა მივიღე შეჯიბრებებში. ვარ 26 წლის და ვცდილობ ვასახელო ჩემი ქვეყანა. მინდა რომ 2016 წელს მონაწილეობა მივიღო ოლიმპიურ თამაშებში და მივაღწიო წარმატებას. იღბლიანი ქართველი ძიუდოისტი ვარ, რადგან გრანდ სლემზე უკვე ორჯერ მოვახერხე გამარჯვება. ხშირია ტრამვები, მაგრამ საბედნიეროდ მე არ მქონია ისეთი ტრამვა, რომ ჩემთვის ხელი შეეშალა. პარიზის გრანდ სლემზე ფრანგ მოწინააღმდეგესთან მომიწია შეხვედრა, მაგრამ გავიმარჯვე და ოქროს მედალი მოვიპოვე. მსოფლიოს 60 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, მე ხუთი შეხვედრა მომიწია.

– როგორ უვლით თავს?

– ძალიან რთულია შეინარჩუნო ის წონა, რომლითაც შეჯიბრზე გიწევს გასვლა. როდესაც შეკრებაზე ვართ, სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ძალიან ხშირად მომისმენია, რომ როდესაც სხვა ქვეყნებში ვართ, ჰგონიათ რომ ვერთობით. ჩვენ კი კონკრეტული მიზნისთვის ჩავდივართ და მაქსიმალურად ბევრს ვშრომობთ. თან მოწყვეტილი ხარ ოჯახს. წელიწადში 250 დღე სახლიდან გასული ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი, თუმცა, კვარცხლბეკზე დგომა და შენი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ყოველი შეჯიბრის წინ მინიმუმ 3-4 კილოგრამის დაკლება გვიწევს. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამოღებული გვაქვს ყველანაირი სიამოვნება. 2007 წლიდან 90 კილოგრამი წონით კატეგორიაში ვასპარეზობ.

– რა გეგმები აქვს შსს ძიუდოს სპორტულ კლუბს?

მამუკა: – კლუბი დაახლოებით ორი წლის წინ ალექსანდრე ჭიკაიძის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. პირველივე წელს ჩვენი ბიჭები ჩემპიონები გახდნენ. წელს მივიღეთ უფლება ოქროს ლიგაში გამოსვულიყავით, დეკემბერეში ვენაში გაიმართება შეჯიბრი, შეკრებას კი იაპონიაში გავივლით.

– რა მნიშვნელობა აქვს კლუბის არსებობას და შსს-ს მიერ სპორტსმენების ხელშეწყობას ზოგადად სპორტის ამ სახეობის განვითარებაში და რა გეგმები გაქვთ?

მამუკა: – კლუბის არსებობას პირველ რიგში მთელი ქვეყნისთვის აქვს მნიშვნელობა. მათ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გააქვთ. გეგმაში გვაქვს გაფართოვება, შსს-ს თანამშრომლებისთვის გვინდა გავაკეთოთ კლუბი და მსურველებმა ივარჯოშონ. შარშან ჩავატარეთ პატარა კვლევა, გამოიკითხა 1000 მოქალაქე. კითხვა იყო ასეთი რომ გყავდეთ ათი წლის შვილი, რომელ სპორტზე შეიყვანდით ფეხბურთზე, ძიუდოზე თუ რაგბზე. 60%-მა უპირატესობა სწორედ ძიუდოს მიანიჭა. 2016 წელს ჩატარდება პირველად კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი. არის ხუთი წონითი კატეგორია, მონაწილეობს ხუთი ძირითადი სპორტსმენი და ხუთი სარეზერვო.

– რომელი წლიდან შეიძლება რომ იაროს ბავშვმა ძიუდოზე?

ვარლამი: – 10 წლიდან. მწვრთნელები ძალიან არ ღლიან ბავშვებს. ძიუდო მარტო სპორტი არარის, ეს ცხოვრების ნაწილია. ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. დიდი მადლობა მინდა ყველა ჩემს მეგობარს გადავუხადო, ვისთან ერთადაც მივარჯიშია. ახლა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ვემზადები.

აუდიო ჩანაწერი:

 

varlrrr

va

varlam

varlam