LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხალვაში, დვალი, აქიმიძე და საყევარიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ

„რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველები დღეს პრესკონფერენციას გამართავენ. ადვოკატ პაატა სალიას ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშის, დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძისა და რევაზ საყევარიშვილის ერთობლივი ბრიფინგი სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ 11 საათზე გაიმართება.

ამასთან, საჯარო რეესტრმა უკვე დაარეგისტრირა თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრით დათარიღებული დადგენილება, რომლის მიხედვით სამაუწყებლო კომანია „რუსთავი 2“-ს ახალი დროებითი მმართველები დაენიშნა.
შესაბამისად, უკვე დღეიდან, რეესტრში კომპანიის ხელმძღვანელების მონაცემები შეიცვალა.