დიზაინერების ჯგუფმა სამხრეთ კორეადან მიაკვლიეს საშუალებას, როგორ ებრძოლონ შემოდგომის წვიმიან ამინდებს ისე, რომ ხასიათი არ გაიფუჭონ. სპეციალური საღებავის საშუალებით, რომელიც მაშინ მკვეთრდება, როდესაც მასზე წვიმა ხვდება, მათ სეულის ქუჩები უზარმაზარი ნახატებით მორთეს.
ჩანაფიქრს „მუსონის პროექტი“ უწოდეს, სწორედ ასე ჰქვია მუსონის სეზონს სამხრეთ კორეაში, როდესაც დაახლოებით ერთი თვე წვიმა არ წყდება.
იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი ამ გამოგონების წყალობით ხალხი წვიმის მოსვლას სიხარულით დაელოდება.
