მადონა უკვე 2 თვეა ტურნე Rebel Heart-ს მართავს. ამ დროის განმავლობაში მან 24 შოუთი 300 ათასზე მეტი თაყვანისმცემელი გაახარა. გამოცემა Billboard-ის თანახმად, ამ მოკლე დროში მადონამ უკვე 46 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
მომღერლის პირველი კონცეტრი კანადაში, მონრეალში 9 სექტემბერს გაიმართა. ლას-ვეგასში გამართულმა კონცერტმა კი მადონას 3,5 მლნ დოლარი მოუტანა.
The Rebel Heart მადონასთვის მთელი კარიერის მანძილზე მეათე ტურია. მან შეასრულა არამხოლოდ ახალი სიმღერები, არამედ ისეთი ძველი ჰიტები, როგორიც არის „Like a Virgin, «Deeper and Deeper», «True Blue».
