LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

13 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმა და ნისლი ხვალაც შენარჩუნდება, ტემპერატურა კი 10-15 გრადუსი იქნება. თბილისში ხვალ 13-14 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში დღეს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ხვალ შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი იქნება მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით 14-19 გრადუსი იქნება.

9 ნოემბრიდან 13 ნოემბრამდე ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს. წვიმის ნალექი გავრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებშიც, მაღალმთაში კი იქნება თოვლი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში 9 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-15 გრადუსი იქნება, შემდეგ დღეებში კი კიდევ დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 ნოემბერს დღისით ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით მოიმატებს და 12-17 გრადუსი იქნება.