LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა, სად, როდის” ეთერში გუნდის კაპიტანმა რჩეულს ცოლობა სთხოვა

გუშინ “რუსთავი 2″-ის ეთერში ” რა, სად, როდის” მორიგი თამაში შედგა, სადაც გუნდი ალექსანდრე ლორთქიფანიძის კაპიტნობით ასპარეზობდა.

თამაშის ბოლოს, რომელიც გუნდის გამარჯვებით დასრულდა, წამყვანმა, გიორგი მოსიძემ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს დამატებითი თამაში შესთავაზა “დიადი კაპიტნების” სიაში მოსახვედრად, რის შემდეგადაც, შემდეგი სეზონიდან თავად შეძლებდა გუნდის შერჩევას. კაპიტანი დათანხმდა და წამყვანმა კითხვა დასვა… შემოიტანეს შავი ყუთი… მასში კი ბეჭედი აღმოჩნდა, რომელიც სანდრო ლორთქიფანიძემ ამოიღო, გუნდის წევრის ანი მარდალეიშვილის წინ დაიჩოქა და ცოლობა სთხოვა… ამ ამბავმა სტუდიაში დიდი მხიარულება გამოიწვია…