LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ხვიჩა ხოჯავას ერთადერთი და სამუდამო სიყვარული?

Ardaidardo.Ge ”მე მჯერა, რომ სიყვარული ერთხელ მოდის”

გადაცემას ”რადიო დუეტი” ხვიჩა ხოჯავა ესტუმრა.

 

– როგორ განწყობაზე ხარ?

 

– არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, დიდი მადლობა.

 

– ჩვენთან პირველად ხარ?

 

– დიახ.

 

– დაახლოებით ერთი წლის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გამოცხადდა კონკურსი და გაიმარჯვე, ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდა იმ ვიდეოს, რომელიც შენ გააგზავნე….

 

– სანამ ეს კონკურსი გაიმართებოდა, ჩემთვის ვმღეროდი. კონკურსი რომ გამოცხადდა, გავაგზავნე ვიდეო და გავიმარჯვე. ბევრი კონკურსანტი იყო საკმაოდ. ორ კვირაში გამოვლინდა გამარჯვებული, ჩემს ვიდეოს 72 000 ნახვა ჰქონდა. კონკურსი ცხოვრებაში საერთოდ სხვა განხრაა. სხვა მსგავს პროექტში არ მიმიღია მონაწილეობა. შესაძლოა ვცდები, რომ არ ვმონაწილეობ კონკურსებში, მაგრამ ახლა ასეთი გზა მაქვს არჩეული. არც აქტიური ვარ. პაუზა ავიღე, შესაძლოა არასწორ დროს, მაგრამ საჭიროება მოითხოვდა. ჩემი გადმოსახედიდან მუსიკალური პროექტი არის დროებითი, არ ვარ საკონკურსო ტიპი. მოდიხარ, მღერი და მიდიხარ, ეს არის კონკურსი, ისე მიდიხარ რომ თუ ისევ არ მოხვედი, არაფერი ხდება…

 

– მუსიკალური განათლება გაქვს?

 

– არა, არ მაქვს. ჩემით ვისწავლე ყველაფერი, ჩემი განხრა მაქვს. 16 წლიდან ვმღერი.

 

– პროფესიით ვინ ხარ?

 

– ეკონომისტი. 17 წლის ასაკში ბანკშიც ვმუშაობდი. შემდეგ წამოვედი და მივყევი სიმღერას. ამ კონკურსმა შეცვალა ჩემი ცხოვრება.

 

– სად მღერი?

 

– ბათუმში ვიმღერე გია ნიკოლაძესთან ერთად, პანჩოსთან ერთადაც ვიმღერე… რაღაც კონცერტებში ვიღებ მონაწილეობას?

 

– როგორ გაიცანი მამუკა ჩარკვიანი, შენ მღერი მის სიმღერას ”ჩემი აღარა ხარ მორჩა”…

 

– ”პროფილი” რომ გადიოდა, დავუკავშირდი და ვთხოვე ვიმღერებ თქო. მან მითხრა ამოდი და მომასმენინეო.

 

– ფანები გყავს ფეისბუქზე? შეყვარებული არ ეჭვიანობს?

 

– კი, მყავს. მაქვს ჩემი გვერდი და შეუძლიათ მოიწონონ. უცხო ადამიანებს არ ვამატებ. აქ არ არის ეჭვიანობაზე საუბარი, უბრალოდ ურთიერთობაა და პატივისცემა.

 

– მოგვიყევი ახალი სიმღერის ისტორია?

 

– უნდა გავსულიყავი ”პროფილში”, ამ სეზონზე შეიცვალა ფორმატი და ამ ეტაპზე ვერ გავდივარ, სწორედ ამიტომ მოვიტანე საუკეთესო არხზე, ”არ დაიდარდოზე”. კომპოზიტორი არის მამუკა ჩარკვიანი, გიტარაზე მელოდია მე და ხვიჩა მაღლაკელიძემ შევქმენით. ჩავწერე მარიკა ქაცარავასთან. სხვა შოუში არ მსურს სიმღერის მიტანა, რაღაც მოთხოვნები აქვთ, უნდა ისაუბრო იმ თემაზე, რაზეც მე შესაძლოა არ მინდოდეს. ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს შეყვარებულს და ყველა გულწრფელად შეყვარებულ ადამიანს. ”სიყვარული ერთხელ მოდის” – ასე ჰქვია ამ სიმღერას. სოფი ხიზანიშვილი არის ჩემი პირველი და სამუდამო სიყვარული. მე მჯერა, რომ სიყვარული ერთხელ მოდის.

 

– რა გეგმები გაქვს?

 

– უფრო განვითარდები ამ სფეროში. პაუზას აღარ ვაპირებ. უფრო მეტი შემართებით ვაგრძელებ. სპონსორი მე არ მყავს, დედა მიდგას გვერდით და მეხმარება ყველანაირად. ვფიქრობ რომ იღბლიანი ვარ.

ხვიჩა ხოჯავა – სიყვარული ერთხელ მოდის

AudioXVICHA XOJAVA – SIYVARULI ERTXEL MODIS

გადაცემის აუდიო ჩანაწერი 

 

AudioRadio Dueti. Xvicha Xojava

ხვიჩა ხოჯავა – გადმოვცურავ ზღვას. Live


ხვიჩა ხოჯავა – მზეს ველოდები. Live



ვიდეო კოლაჟი

ფოტოები